თავში

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 11-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 537-მდე გაიზარდა. stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 732-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანია გარდაცვლილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system