თავში

საქართველოში გლოვის დღეა

საქართველოში გლოვის დღეა
საქართველოში გლოვის დღეა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

აღნიშნულის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები 11 აპრილის 00:00 საათამდე დაშვებული იქნება.

10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ 2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა.

7 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა. გალის მკვიდრები სხვადასხვა საჭიროებისთვის, შემოვლითი გზით ცდილობდნენ ზუგდიდში გადასვლას, რა დროსაც სავარაუდოდ, მდინარე ადიდდა და ისინი დინებამ გაიტაცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system