თავში

საქართველოში COVID-19-ით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა

საქართველოში COVID-19-ით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა
საქართველოში COVID-19-ით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა

საქართველოში COVID-19-ით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტის, რევაზ მეჭურჭლიშვილის თქმით, მისთვის უცნობია, ქვეყნის მასშტაბით რამდენი ასეთი შემთხვევაა, მის პრაქტიკაში კი ერთი ასეთი ფაქტი უკვე იყო და დაავადება მსუბუქი ფორმით, სურდოთი და თავის ტკივილით წარიმართა.

როგორც ინფექციონისტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რეინფიცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ინფექციის ერთხელ გადატანის შემდეგ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ინფექციისგან დაცულები არიან ან მსუბუქად გადაიტანენ, რაც ასე არ არის.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა.

COVID-19-ის ახალი შემთხვევები საქართველოში

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system