თავში

საქალაქო სასამართლოსთან, სადაც აქციაზე დაკავებულების პროცესი იწყება, ინციდენტი მოხდა

საქალაქო სასამართლოსთან, სადაც აქციაზე დაკავებულების პროცესი იწყება, ინციდენტი მოხდა
საქალაქო სასამართლოსთან, სადაც აქციაზე დაკავებულების პროცესი იწყება, ინციდენტი მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების პროცესი რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს, ინციდენტი მოხდა. თბილისის საკრებულოს წევრს, ირაკლი ნადირაძეს, ერთ-ერთმა მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ირაკლი ნადირაძემ სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნული ინციდენტი პროვოკაციად შეაფასა. 

"ასეთი პროვოკატორი კიდევ ბევრი იქნება. სუსს ეს პირველად არ გაუკეთებია. ჩვენ ვიბრძვით სიმართლისთვის და ქართველი ერის ნების აღსასრულებლად და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ" - განაცხადა ნადირაძემ. 

ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია. პირი, რომელმაც საკრებულოს დეპუტატს შეუარცხყოფა მიაყენა, სამართალდამცველებმა ტერიტორიას გაარიდეს. 

ირაკლი ნდაირაძე ერთ-ერთია იმ 37 ბრალდებულიდან, რომლის სასამართლო პროცესიც საქალაქო სასამართლოში დღეს უნდა გაიმართოს. დაკავებულების სასამართლო პროცესი გუშინ დაიწყო, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო, შემდეგ კი გვიან ღამემდე გაგრძელდა. საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 6 პირი დროებით გაათავისუფლა.

ირაკლი ნადირაძესთან ერთად დღეს განიხილება სამოქალაქო აქტივისტების - გიგა მაქარაშვილის, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსანაშვილის საქმეები. სასამართლო ასევე დღეს იმსჯელებს აქციაზე დაკავებული სხვა პირების საქმეებზეც. 

37 ადამიანის საქმეს ერთი მოსამართლე - ვალერიან ფილიშვილი განიხილავს. 

შეგახსენებთ, რომ დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system