თავში

საქალაქო სასამართლოსთან ვითარება დაიძაბა

საქალაქო სასამართლოსთან ვითარება დაიძაბა
საქალაქო სასამართლოსთან ვითარება დაიძაბა

საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა დაიწყოს, ვითარება დაიძაბა.

სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები აქციას მართავენ, პოლიცია და აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებიდან გამომდინარე დღეს, სასამართლოს ეზოში მედიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შესვლის უფლება არ ეძლევათ.

აკრძალვის მიუხედავად, სასამართლოს ღობესა და დაცვის სამსახურის ჯიხურის სახურავზე რამდენიმე აქტივისტი ვარდებითა და დროშით ავიდა. 

პოლიციამ აქტივისტებს აღნიშნული ადგილები ძალის გამოყენებით დაატოვებინა. რამდენიმე მათგანმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. 

პოლიციამ მოქალაქეების ღობიდან და ჯიხურიდან ჩამოყვანის პროცესში ე.წ წიწაკის სპრეიც გამოიყენა.

ინციდენტის დროს რამდენიმე აქტივისტი და ოპერატორი დაშავდა. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევენ. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ მათგანს დასჭირდება კლინიკაში გადაყვანა.

მომხდარის შემდეგ აქტივისტები გზის სავალ ნაწილზე განთავსდნენ და მოძრაობა შეაფერხეს. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოსთან გზა გადაკეტილია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system