თავში

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას იწყებს

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას იწყებს
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას იწყებს

საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან აღდგება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, მგზავრობისას დაწესებული იქნება გარკვეული შეზღუდვები. მგზავრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

„აუცილებელია პირბადის ტარება. ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი – მეტრო და ავტობუსები 29 მაისიდან ამუშავდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system