თავში

საკარანტინე სივრციდან გაქცეული მამაკაცი პოლიციამ იპოვა

საკარანტინე სივრციდან გაქცეული მამაკაცი პოლიციამ იპოვა
საკარანტინე სივრციდან გაქცეული მამაკაცი პოლიციამ იპოვა

რუსთავის "ცხელების ცენტრიდან" გაქცეული მამაკაცი სამართალდამცველებმა იპოვეს და უკან დააბრუნეს.

როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის გამო, მამაკაცი საკარანტინე სივრციდან "ცხელების ცენტრში გუშინ გადაიყვანეს. მას ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარდა, რომლმაც ვირუსის არსებობა არ დაადასტურა. მიუხედავად ამისა, მისთვის 14-დღიანი კარანტინის გავლა აუცილებელი იყო, თუმცა მამაკაცი წესებს არ დაემორჩილა და სამედიცინო დაწესებულება თვითნებურად დატოვა. 

პოლიცია მას მთელი დღის განმავლობაში ეძებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system