თავში

საკარანტინო სივრციდან გადამხტარი ახალგაზრდა ბათუმიდან თბილისში გადაიყვანეს

საკარანტინო სივრციდან გადამხტარი ახალგაზრდა ბათუმიდან თბილისში გადაიყვანეს
საკარანტინო სივრციდან გადამხტარი ახალგაზრდა ბათუმიდან თბილისში გადაიყვანეს

27 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმში, საკარანტინო სივრცის მეოთხე სართულიდან გადახტა, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლიდან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც report.ge-ს კლინიკაში განუცხადეს ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს მრავლობით მოტეხილობა აღენიშნება. 

ცნობისთვის ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტაამინისტროს ცნობით, 27 წლის ბიჭმა სარფის საზღვარი გუშინ გადმოკვეთა, რის შემდეგადაც სავალდებულო კარანტინში, თანმხლებ პირთან ერთად გადაიყვანეს. მათივე მტკიცებით, აღნიშნული პირი ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა. 

დაშავებულის მეუღლე აცხადებს, რომ მის მეუღლეს არც ნევროზული და არც რაიმე სხვას სახის ფსიქიკური პრობლემები არ აქვს. ის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს, ხოლო მომხდარზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროსა და სასტუმროს ადმინისტრაციას აკისრებს. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system