თავში

საკარანტინო სივრციდან გადამხტარი პირის მეუღლე კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს

საკარანტინო სივრციდან გადამხტარი პირის მეუღლე კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს
საკარანტინო სივრციდან გადამხტარი პირის მეუღლე კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს

ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო სივრცის მეოთხე სართულიდან გადამხტარი 27 წლის კაცის მეუღლე სუიციდის მცდელობას გამორიცხავს.

როგორც სალომე ცანავა აცხადებს, მის მეუღლეს არანაირი ფსიქიკური პრობლემები არ აქვს. ის სათვალთვალო კამერების ამოღებას მოითხოვს.

„მას არანაირი ფსიქიკური აშლილობა და დეპრესიული პრობლემები არ აქვს. ღამის 12 საათამდე ვეკონტაქტებოდი, ბავშვი როგორ არის, ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალო. სასტუმრო „ლეგასის“ ცხელ ხაზზე ვრეკავ და არანაირი პასუხი არ არის.

მე და ჩემ მეუღლეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, რაიმე ფსიქოლოგიურ პრობლემას გამოვრიცხავ. სასტუმროში უნდა ვნახოთ ჩანაწერები, რა და როგორ, აი, იმის მიხედვით შეიძლება დავიჯერო. არ ვიცი საიდან მოიფიქრეს თვითმკვლელობის ვერსია”, – ამბობს ცანავა.

ცნობისთვის ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system