თავში

საკარანტინო ზონას ჯარი აკონტროლებს

საკარანტინო ზონას ჯარი აკონტროლებს
საკარანტინო ზონას ჯარი აკონტროლებს

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონას საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირადი შემადგენლობა გამკაცრებული ზომებით აკონტროლებს. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს თავდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს. 

უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ ხუთ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მკაცრად კონტროლდება მოქალაქეების გადაადგილება. სამედიცინო პერსონალი მათ პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს. 

"ხუთივე გამშვებ პუნქტზე დამონტაჟებულია ძლიერი ღამის განათების სისტემა, განლაგებულია რკინა-ბეტონის ბარიერები და პერიმეტრი მავთულხლართებით არის შემოსაზღვრული. უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით დამონტაჟებულია მოძრავი ვიდეოკამერები, რომლის მეშვეობითაც აღმოსავლეთ სარდლობის მართვის ცენტრი პირდაპირ რეჟიმში იღებს ინფორმაციას ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ხორციელდება კარანტინის ტერიტორიის „დრონით“ შესწავლაც", - აცხადებენ სამინისტროში. 

ბოლნისისა და მარნეულის კარანტინის ზონად გამოცხადების შემდეგ, თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system