
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 13-14 მაისს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +30, +35, აღმოსავლეთ საქართველოში კი +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.
15 მაისს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს.
თბილისში 15 მაისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 15 მაისს კი, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.
დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 13-15 მაისს +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.