თავში

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება. 

მისივე თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება.

,,გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ჩვენ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. ამისთვის უწყებათაშორისი საბჭო, მთავრობის თითოეული წევრი აკეთებს ყველაფერს. პანიკის საფუძველი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშებიც აქვთ მეწარმეებს და ეკონომიკურ სუბიექტებს, ამას არ ვაპირებთ. მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში შეიძლება იყოს გამოყენებული, ეს ბუნებრივია, დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციასა და ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ამა თუ იმ რეგიონში, რაზეც საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას. თუმცა, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონშიც წერტილოვანი და ადგილობრივი ლოკალური შეზღუდვები რომ არ გამოვიყენოთ, თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას ზედმიწევნით წესები", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 3913-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 40-ით გაიზარდა და ჯამში 1574-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 22 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system