
საქართველოს რკინიგზა ხვალ, 12 მაისს დამატებით რეისს ნიშნავს, - ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.
მათივე ცნობით, დამატებითი რეისი ბათუმის მიმართულებით დაინიშნება.
"გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 12 მაისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთები უკვე გაყიდვაშია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.