თავში

საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებიდან 1 წელი გავიდა - სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებიდან 1 წელი გავიდა - სტატისტიკა
საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებიდან 1 წელი გავიდა - სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ერთი წელი გავიდა. 

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 269 800 შემთხვევა.

კორონავირუსისგან 263 727 ადამიანი განიკურნა.

ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში ვირუსს 3 475 ადამიანი ემსხვერპლა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system