თავში

საქართველოში რეინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა

საქართველოში რეინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა
საქართველოში რეინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.

როგორც ცერცვაძემ განაცხადა, შესაძლოა, ვირუსის გადატანის შემდეგ ანტისხეულები გამომუშავდეს, მაგრამ საკმარისი დამცველი პოტენციალი არ ჰქონდეს.

,,შეიძლება ანტისხეულები გამომუშავდეს და ისინი არ იყვნენ საკმარისი დამცველი პოტენციალით აღჭურვილი. ზოგიერთ კოვიდ გადატანილს დღეს უვითარდება მეტნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი და ზოგს არა. იყო ასეთი რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც არ ჰქონდათ ანტისხეულები და შეიძლება მეორედ დაემართოთ კოვიდი. დაემართა უკვე რამოდენიმე ჩვენ ყოფილ პაციენტს. ჩვენთან დაახლოებით დადასტურებული სამი შემთხვევაა", - განაცხადა ცერცვაძემ ,,ფორმულას" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system