თავში

საქართველოს მთავრობავ, ეს ეხება ბავშვებს და არა პოლიტიკას - ევროპარლამენტარი

საქართველოს მთავრობავ, ეს ეხება ბავშვებს და არა პოლიტიკას - ევროპარლამენტარი
საქართველოს მთავრობავ, ეს ეხება ბავშვებს და არა პოლიტიკას - ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა ნინოწმინიდს პანსიონში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს. 

"ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება და ამის შესახებ სულ უფრო მეტი წყაროდან მესმის. იმედი მაქვს, რომ იქნება ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ უშვებენ სახალხო დამცველს პანსიონში და დაუყოვნებლივ ჩატარდება ამაზე გამოძიება. საქართველოს მთავრობავ - ეს ეხება ბავშვებს და არა პოლიტიკას," - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შსს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე.

უწყების ცნობით, უკვე გამოკითხულია რამდენიმე არასრულწლოვანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system