თავში

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა 50-%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა 50-%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა 50-%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა 50-%-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა. დღეს საქართველოში ინფიცირების მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. COVID-19-სგან კი 32 პაციენტი განიკურნა. 

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსი სულ 349-მა ადამიანმა დაამარცხა, 279 პაციენტი კი კვლავ მკურნალობს. 

stopcov.ge-ზე, ამ დროისთვის მონაცემები ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 639

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 349

მათ შორის გარდაცვლილი - 11

კარანტინის რეჟიმში - 4769

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 414

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system