თავში

საქართველოში კარანტინში 6000-ზე მეტი ადამიანია

საქართველოში კარანტინში 6000-ზე მეტი ადამიანია
საქართველოში კარანტინში 6000-ზე მეტი ადამიანია

საქართველოში კარანტინის რეჟიმში 6439 ადამიანი იმყოფება. მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 326 პირი რჩება.

გარდა ამისა, ქვეყანაში კორონავირუსის 1131 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 920

ქვეყანაში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს  41 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system