
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 22:20 საათზე მოხდა.
შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა 15:08 საათზე მოხდა.