თავში

საქართველოში კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს

საქართველოში კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს
საქართველოში კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს

„დაემატა 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 4-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია. 

,,ეს 4 ახალი შემთხვევა, ყველა არის შემოტანილი, არც ერთი არ არის შიდა გადაცემით გავრცელებული. 2 გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 2 კი - სხვა ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქე. ჩვენს ცენტრში კვლავ 23 დადასტურებული შემთხვევაა, დაგვემატა 1 ახალი პაციენტი, 1 გამოჯანმრთელდა. ეს ახალი პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა და ვირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ყველა პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც ჩვენს ცენტრში მკურნალობენ, საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system