თავში

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია StopCov.ge-ზე განთავსდა. სულ ქვეყანაში, კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 1303 ადამიანი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3759 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 139343-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3574 პაციენტი და საერთო რაოდენობა 117560-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system