თავში

საქართველო 300-ზე მეტმა ირანის მოქალაქემ დატოვა

საქართველო 300-ზე მეტმა ირანის მოქალაქემ დატოვა
საქართველო 300-ზე მეტმა ირანის მოქალაქემ დატოვა

საქართველოდან ირანის მიმართულებით დღეს კიდევ ერთი რეისი შესრულდა. ქვეყანა 300-ზე მეტმა ირანის მოქალაქემ დატოვა. 

ირანსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ, ირანის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე ავიარეისი განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეჩერდა ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა.

ავიაკომპანიებს კი შესაძლებლობა მიეცათ, ჩამოფრინდნენ საქართველოში ცარიელი ბორტებით და უზრუნველყონ საქართველოდან ტურისტების გადაყვანა ირანის მიმართულებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system