თავში

საქართველო ახალ ამერიკულ ვაქცინას მიიღებს - გამყრელიძე

საქართველო ახალ ამერიკულ ვაქცინას მიიღებს - გამყრელიძე
საქართველო ახალ ამერიკულ ვაქცინას მიიღებს - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ახალ ამერიკულ ვაქცინა NOVAVAX-ს მიიღებს.

გამყრელიძის თქმით, საქართველოს NOVAVAX-ის მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკება დაწყებული აქვს. მისი განმარტებით, თანხა უკვე გადარიცხულია და ვაქცინა გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით შემოვა

"დღეს დამიდასტურეს, რომ ფული UNICEF-ზე უკვე გადარიცხულია. დანარჩენი, რას გამოაცხადებს COVAX პლატფორმა, ეს არ ვიცი. ვიცი ის, რომ ჩვენ COVAX პლატფორმისგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ მეორე ძალიან პერსპექტიული, ახალი ამერიკული ვაქცინა 2 თვის შემდეგ განთავსდება COVAX-ზე და გვკითხეს, გვსურდა თუ არა აღნიშნული ვაქცინა. ამ ვაქცინას საქართველო მიიღებს COVAX-ისგან მაგრამ, ჩვენ გვაქვს NOVAVAX-სის მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკებაც დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system