თავში

საქართველო ევროპაა და ჩემი პირადი ისტორიაც ამის განსახიერებაა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო ევროპაა და ჩემი პირადი ისტორიაც ამის
საქართველო ევროპაა და ჩემი პირადი ისტორიაც ამის განსახიერებაა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. 

მან ქართული ემიგრაციის ისტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპულ არჩევანს ქვეყნის მოსახლეობის 80% უჭერს მხარს, რაც შეუქცევადია და ალტერნატივა არ გააჩნია. 

"დღეს ჩვენი აქ ყოფნა ამას ადასტურებს. საქართველო ევროპაა და ჩემი პირადი ისტორიაც ამის განსახიერებაა. ეს არის ჩემი მანდატის არსი: საქართველოსა და ევროპის მჭიდრო დაახლოების პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა. საფრანგეთმა, რომელიც დღეს ყველაზე წარმატებულ ევროპულ ამბიციას წარმოადგენს (იმ ევროპისა, რომელიც მსოფლიოში საკუთარ ადგილს იმკვიდრებს) უნდა გამონახოს ის ციცაბო ბილიკი, რომლითაც მიაღწევს როგორც ევროპული ოჯახის ერთიანობას, რაც ძალაუფლების მოთხოვნაა, ასევე, მთელი ევროპული ოჯახის შავ ზღვამდე განვრცობას, რაც ისტორიული ფაქტია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system