თავში

საქართველო ევროპელ მკვლევართა ღამეს წელს პირველად შეუერთა

საქართველო ევროპელ მკვლევართა ღამეს წელს პირველად შეუერთა
საქართველო ევროპელ მკვლევართა ღამეს წელს პირველად შეუერთა

პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“ საქართველო წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს და ისტორიაში პირველად გამოჩნდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბით სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებების რუკაზე. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

27 ნოემბერს პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ მთავარი ღონისძიება გაიმართა, სადაც მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყანაში COVID-19-ის ზედამხედველობასა და მართვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა და მადლობის სიგელი NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილეს პაატა იმნაძეს გადასცა.

ეს ღონისძიება ახალ ასპარეზს უქმნის ჩვენს მეცნიერებს ერთობლივი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. მეცნიერების განვითარება უაღრესად მნიშნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა მისი სასიცოცხლო მნიშვნელობა.

ღონისძიების ფარგლებში ჩვენ დავაჯილდოვეთ ლუგარის ცენტრის მკვლევარი მეცნიერები, ექიმები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს მათი თავდადებული შრომისათვის. ისინი უხილავი ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან და ჭეშმარიტად წარმოადგენენ თანამედროვეობის გმირებს“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ ის მკვლევრები და მეცნიერები, რომლებიც „ჰორიზონტი 2020“-ის სხვადასხვა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ. მათ შორის: ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი; სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი; ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“; საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტორთა ასოციაცია (GALA);

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system