თავში

საქართველო ევროპის საბჭოს ტრადიციულ საშობაო ბაზრობაში მონაწილეობს

საქართველო ევროპის საბჭოს ტრადიციულ საშობაო ბაზრობაში მონაწილეობს
საქართველო ევროპის საბჭოს ტრადიციულ საშობაო ბაზრობაში მონაწილეობს

ევროპის საბჭოში ტრადიციული საშობაო ბაზრობა საზეიმოდ გაიხსნა, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით  საქართველოც მონაწილეობს, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. საშობაო ბაზრობის გახსნის ღონისძიებაზე სტრასბურგის ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა - სოფო ირმაშვილმა და მარიამ შუბითიძემ ქართული ნაციონალური ცეკვები შეასრულეს, რამაც შეკრებილი სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისათვის დათმობილ სტენდზე წარმოდგენილია საქართველოს საიმიჯო და საპრომოციო მრავალფეროვანი მასალა, მათ შორის, ბროშურები და ბუკლეტები ქვეყნის უნიკალური ტურისტული პოტენციალის, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ღვინის უძველესი კულტურისა და ქართული ენის შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system