თავში

საქართველო მეზობელ ქვეყნებს რელიგიურ ექსტრემიზმთან ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს

საქართველო მეზობელ ქვეყნებს რელიგიურ ექსტრემიზმთან ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს
საქართველო მეზობელ ქვეყნებს რელიგიურ ექსტრემიზმთან ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს

საქართველო აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ირანთან ერთად მზად არის ებრძოლოს რელიგიურ ექსტრემიზმს - ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა. 

აღნიშნული განცხადება ვაშაყმაძემ კონფერენციაზე გააკეთა, სადაც რელიგიური ექსტრემიზმის საკითხებზე იმსჯელეს. კონფერენციაზე ასევე ისაუბრეს რელიგიური ექსტრემიზმის პრევენციისთვის არსებულ ნორმებზე.  

სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება საქართველოში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებს როგორც ფინანსურად, ისე მორალურად უჭერს მხარს. ვაშაყმაძემ მზადყოფნა გამოთქვა, ამ მიმართულებით გააღრმავოს თანამშრომლობა მეზობელ მუსლიმურ ქვეყენებთან.  

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები როგორც აზერბაიჯანიდან, ასევე თურქეთიდან და ირანიდან. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ამავე ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system