თავში

საქართველო NATO-ს წევრობას მიუახლოვდა - დავით ზალკალიანი

საქართველო NATO-ს წევრობას მიუახლოვდა - დავით ზალკალიანი
საქართველო NATO-ს წევრობას მიუახლოვდა - დავით ზალკალიანი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მინისტერიალში მონაწილეობის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველო NATO-ს წევრობას მიუახლოვდა.

"ჩვენ გვაქვს უკვე გაძლიერებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას, კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან და ზრდის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის თავსებადობას NATO-ს სტანდარტებთან მიმართებით. იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კონკრეტული ელემენტი, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, მათ შორის, უსაფრთხო კომუნიკაციის დაფუძნების თვალსაზრისით წვრთნისა და აღჭურვის ცენტრის საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებასთან მიმართებაში.

ასევე, რაც პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი თავდაცვისა და სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერება და ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და ჩვენს თავსებადობას ნატო-სთან.

გუშინდელ შეხვედრაზე ყველა საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთხმად აღიარა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ დადასტურებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი", – განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ NATO-ში, ონლაინ რეჟიმში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა NATO-საქართველოს არსებითი გაძლიერებული პაკეტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system