თავში

საქართველო "ომიკრონის" შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით ახალ შეზღუდვებს აწესებს

საქართველო "ომიკრონის" შტამის გავრცელებასთან დაკავშ
საქართველო ომიკრონის შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით ახალ შეზღუდვებს აწესებს

საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების პარალელურად 8 ქვეყნი მოქალაქეებისთვის რეგულაციები წესდება. 

სამხრეთ  აფრიკის, ბოცვანას, ზიმბაბვეს, ნამიბიის, ლესოთო, სვაზილენდის, მოზამბიკისა და მალავის მოქალაქეებს საზღვრის კვეთის შემდეგ აქვთ ვალდებულება გაიარონ 14-დღიანი კარანტინი. ამავე ვადით კარანტინში განთავსება განესაზღვრა ნებისმიერ პირს, რომელსაც ამ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვს.

14-დღიანი იზოლაციის დასრულების შემდეგ აღნიშნულ პირებს ჩაუტარდებათ PCR კვლევა. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system