თავში

საქართველო რჩება "წითელ ზონაში" - ბულგარეთში საქართველოს საელჩო

საქართველო რჩება "წითელ ზონაში" - ბულგარეთში საქართველოს საელჩო
საქართველო რჩება წითელ ზონაში -  ბულგარეთში საქართველოს საელჩო

ბულგარეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს:

"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! 2022 წლის 7 იანვრიდან, ბულგარეთის რესპუბლიკაში შემოსვლის წესები იცვლება.

ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 5 იანვრის ბრძანების თანახმად, საქართველოდან ისევ იკრძალება შემოსვლა ბულგარეთის ტერიტორიაზე. საქართველო რჩება "წითელ ზონაში". "წითელი ზონის" ქვეყნებიდან შემოსვლა აკრძალულია, გარდა შემდეგი გამონაკლისი შემთხვევებისა:- ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ან/და ბინადრობის უფლების მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები;

- სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, საკუთარი პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად შემოსვლის შემთხვევაში;

- მედიკამენტების და სხვა სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის მოწოდებით დაკავებული პირები;

- სახელმწიფო პირები (ქვეყნის მეთაურები, სახელმწიფო დელეგაციების წევრები), დიპლომატები და საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ტექნიკური პერსონალი (მათი ოჯახის წევრებით), ჰუმანიტარული და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები, საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად შემოსვლისას;

- ჰუმანიტარული მიზნებით მოგზაური პირები;

- სასოფლო-სამეურნეო და ტურიზმის სფეროს სეზონური მუშაკები;

- უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც შემოდიან ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მისაღებად, ბულგარეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული აღნიშნულის დამადასტურებელი წერილით;

- ბულგარეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული პირები, D კატეგორიის სასწავლო ვიზით;

- ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის მიერ ქვეყანაში შემოსვლაზე გაცემული წერილობითი ნებართვის მქონე პირები.

გამონაკლისების სიაში მყოფ პირებს, ბულგარეთის რესპუბლიკაში შემოსასვლელად მოეთხოვებათ ვაქცინაციის სერტიფიკატის ან COVID-19-ის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად.

ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტულად გავლა ნებადართულია. ამ შემთხვევაში, COVID-19-თან დაკავშირებული დოკუმენტების (სერტიფიკატი/PCR) წარმოდგენა არ მოითხოვება", - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system