თავში

საქართველო "სინოფარმის" 600 000 დოზას მიიღებს

საქართველო "სინოფარმის" 600 000 დოზას მიიღებს
საქართველო სინოფარმის 600 000 დოზას მიიღებს

საქართველოში ივნისის ბოლომდე "სინოფარმის" ვაქცინის 600 000 დოზა შემოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, 100 000 დოზას ქვეყანა წითელი ჯვრის, ხოლო 500 000 დოზას ჩინეთის საელჩოს დახმარებით შეიძენს. 

„საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ჰქონდა შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. წითელი ჯვრიდან მყარი დაპირება არის, რომ საქართველო მათი საშუალებით, დონაციის სახით და არა შესყიდვით, მიიღებს 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინას. თუმცა თარიღი არ არის ჯერ დაზუსტებული, როდის იქნება მოწოდება.

რაც შეეხება დანარჩენ 500 000 დოზას, მიმდინარეობს მოლაპარაკება „სინოფარმის“ ხელმძღვანელობასთან პეკინში ჩვენი საელჩოს საშუალებით და მიღწეულია შეთანხმება, რომ 500 000 დოზას საქართველო იყიდის „სინოფარმისგან“. ვაქცინა ქვეყანაში ივნისის მეორე ნახევარში შემოვა“, - განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system