თავში

,,საქართველო წარმატებულია კოვიდის მართვაში, ასეთივე წარმატებული ვიქნებით ვაქცინაციაში" - ცერცვაძე

,,საქართველო წარმატებულია კოვიდის მართვაში, ასეთივე წარმატებული ვიქნებით ვაქცინაციაში" - ცერცვაძე
,,საქართველო წარმატებულია კოვიდის მართვაში, ასეთივე წარმატებული ვიქნებით ვაქცინაციაში - ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო ისეთივე წარმატებული იქნება ვაქცინაციაში, როგორც ზოგადად, კოვიდის მართვაში.

მისივე თქმით, ის რომ ვაქცინამ დაიგვიანა, სიტუაციის ბრალია, რადგან ბაზარზე დეფიციტია.

თენგიზ ცერცვაძე ირწმუნება, რომ საქართველო ვაქცინაციის წლიურ გეგმას წარმატებით შეასრულებს.

,,ეს არის სიტუაციის ბრალი და იმის ბრალი, რომ ვაქცინების დიდი დეფიციტია ბაზარზე, მაგრამ საქართველო მიიღებს ვაქცინებს. დაიჯერეთ, შეიძლება მცირედი დაგვიანებით, მაგრამ მიიღებს და სამაგიეროდ, ჩვენ მივიღებთ გამართულად, ეტაპობრივად და საკმარისი რაოდენობით. როდესაც გამოდიან ნიშნის მოგებით ჩვენი ოპონენტები და სამწუხაროდ, სიხარულით ამბობენ, რომ საქართველო ვერ შეასრულებს ვაქცინაციის წლის გეგმას, დამთავრდება ეს წელი, შევხვდებით ერთმანეთს და ვნახავთ, ჩვენ შევასრულებთ ვაქცინაციის წლიურ გეგმას და შევასრულებთ წარმატებით, როგორც დღემდე, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია კოვიდის მართვაში ზოგადად, ასეთივე წარმატებული ვიქნებით ვაქცინაციაში. მე ასე ვთვლი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system