თავში

საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა

​საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა

საქართველო ოფიციალურად დასახელდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტად. გადაწყვეტილება ძალაში მადრიდში შევიდა, სადაც ორგანიზაციის მე-60 საუბილეო შეხვედრა გაიმართა.

როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა განაცხადა, საქართველოს წევრობა აღნიშნულ ორგანიზაციაში მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ზეთისხილს გააჩნია უნიკალური თვისება, ხელი შეუწყოს დეგრადირებული ნიადაგების აღდგენას და შეამციროს მავნე ზეგავლენა კლიმატზე. ამასთანავე, მისგან წარმოებული პროდუქტი ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და გააჩნია პრევენციული მოქმედების უნარი მრავალი დაავადების წინააღმდეგ.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის მინისტრი ლუის პლანასი გამოვიდა, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ორგანიზაციაში ახალი წევრის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ესპანეთის სამეფო მიესალმება საქართველოს გაწევრიანებას ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში და სთავაზობს მას ცოდნის გაზიარების, უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომისა და ზეთისხილის წარმოების ესპანური გამოცდილების გაზიარებას.

საქართველოს სახელით, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს ზეთისხილის ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი სვანიძე წარადგინეს.

შეხვედრის დასასრულს, მადრიდში, ორგანიზაციის წინ, 17 ქვეყნის დროშის გვერდით საქართველოს დროშა აღიმართა და ეზოში, საქართველოდან ჩამოტანილი ზეთისხილის ნერგი დაირგო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system