თავში

საქართველოდან გერმანიაში ჩასულ მგზავრებს კარანტინში არ გადაიყვანენ

​საქართველოდან გერმანიაში ჩასულ მგზავრებს კარანტინში არ გადაიყვანენ
საქართველოდან გერმანიაში ჩასულ მგზავრებს კარანტინში არ გადაიყვანენ

საქართველოდან გერმანიაში ჩასულ მგზავრებს კარანტინში არ გადაიყვანენ, - ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, გერმანიის ელჩთან საუბრის შემდეგ განაცხადა. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, COVID-19-ის პანდემიასთან მიმართებაში არსებული დადებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველო არ შედის რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც რისკის შემცველად ითვლება და გერმანიაში ამ ქვეყნებიდან ჩასული მგზავრები სავალდებულო წესით ექვემდებარებიან კარანტინში გადასვლას.

„მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით ქართული მხარის მიერ პროცესის ეფექტიანი მართვა და პოზიტიური შედეგები. აღინიშნა, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის, ამ ეტაპზე, კვლავაც არ არის გახსნილი საზღვრები ტურისტული მიზნით მოგზაურობისათვის. მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ნებართვა გერმანიაში მგზავრობისათვის, კონკრეტული მიზნით, იქნება ეს სამსახურებრივი გარემოება, განათლების მიღება/გაგრძელება, მკურნალობა, 15 ივნისიდან მოხსნილი აქვთ კარანტინის გავლის ვალდებულება.

ამასთან, გერმანიის მთავრობა, ევროკავშირის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ცალკეულ ქვეყნებთან და რეგიონებთან მიმართებაში ამზადებს ინდივიდუალურ სამოგზაურო რეკომენდაციებს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მისცემს მათ საშუალებას, უახლოეს მომავალში, პოზიტიურ ჭრილში გადაწყვიტოს აღნიშნული საკითხი“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system