თავში

საქართველო კოვიდპასპორტების გაცემას იწყებს

საქართველო კოვიდპასპორტების გაცემას იწყებს
საქართველო კოვიდპასპორტების გაცემას იწყებს

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, უახლოეს მომავალში საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება. 

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განმარტა, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც კოვიდპასპორტში უნდა აისახოს.

„კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში - ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც,”- განაცხადა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system