თავში

საქართველოში "ომიკრონის" კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში "ომიკრონის" კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში ომიკრონის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში "ომიკრონის" შტამის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული, "ომიკრონის" 29 შემთხვევაა.

"ცოტა ხნის წინ დაემატა "ომიკრონის" შტამის კიდევ ხუთი შემთხვევა, რომელიც ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურდა. ჯამში ლაბორატორიულად დადასტურებულია 29 შემთხვევა, თუმცა ალბათ გაცილებით მეტია, რადგან იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც აქვს ყველა ლაბორატორიას ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 30 ნოემბერს დაგზავნილი, თუ სად შეიძლება, მიიტანონ ეჭვი, ეს ეჭვები ბოლო დღეების განმავლობაში უფრო გახშირდა. მხედველობაში მაქვს ლაბორატორიული ინდიკატორები, სადაც შეიძლება, დაშვებული იქნას, რომ იყოს "ომიკრონი", შემდეგ კი მისი გადამოწმება ხდება ლუგარის ცენტრში. ამ შემთხვევების დაახლოებით 50 პროცენტში დასტურდება, რომ არის "ომიკრონის" შტამი. ფაქტობრივად მან ქვეყანაში ცირკულაცია დაიწყო. როგორც ვპროგნოზირებდით, ჩვენ არ ვართ გამონაკლისი", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

მისივე თქმით, "ომიკრონის" ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და ინფიცირებულების უმრავლესობა ვაქცინირებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system