თავში

საქართველომ კორეის რესპუბლიკისგან 150 000 დოლარის სამედიცინო აპარატურა მიიღო

საქართველომ კორეის რესპუბლიკისგან 150 000 დოლარის სამედიცინო
საქართველომ კორეის რესპუბლიკისგან 150 000 დოლარის სამედიცინო აპარატურა მიიღო

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, კორეის რესპუბლიკისგან საქართველომ ჰუმანიტარული დახმარების სახით 150 000 დოლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა - 76 ინფუზომატი და 48 ერთეული ელექტროკარდიოგრაფი მიიღო.

მიღებული სამედიცინო აპარატურა რეანიმაციული პაციენტების, მათ შორის, COVID-19-ის გართულებით გამოწვეული დაავადებების მართვისთვის არის განკუთვნილი.

სამედიცინო აღჭურვილობა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დაესუ ჩუნგთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაათვალიერეს.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, პანდემიაზე ეფექტური რეაგირების კუთხით სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვა უახლესი აპარატურით, ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system