თავში

საქართველოს 4 დიდი ქალაქი ჩაიკეტა

საქართველოს 4 დიდი ქალაქი ჩაიკეტა
საქართველოს 4 დიდი ქალაქი ჩაიკეტა

მთავრობამ საკარანტინო შეზღუდვები გაამკაცრა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, 15 აპრილის 21 სააათიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა აიკრძალა 10 დღით. 

პრემიერის თქმით, ქვეყანაში გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში 30 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო კვლევა 500 ადამიანზე მიმდინარეობს. 

გიორგი გახარიას განცხადებით, სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალიდან, 15 აპრილის 21 საათიდან 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა, ყველა სახის ტრანსპორტით (შიგნით არა, შესვლა და გასვლა) აიკრძალოს 10 დღით.  რა თქმა უნდა, აქ გარკვეული გამონაკლისები იქნება, რომლის დასაკმაყოფილებლადაც ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ცხელ ხაზს ნომერზე 144“ - განაცხადა გახარიამ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system