თავში

"საქართველოს ავიახაზები" განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს ავიახაზები" განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ავიახაზები განცხადებას ავრცელებს

Georgian Airways ამსტერდამი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ამსტერდამი-თბილისის ბილეთის ღირებულება 199 ევროა და წინასწარი დაჯავშნის შესაძლებლობა მგზავრებს არ აქვთ. ბილეთების შეძენა მხოლოდ კომპანიის ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი. 

„დღეს გაიხსნება გაყიდვები ამსტერდამის რეისისთვის! გივე როგორც სხვა რეისებზე აქაც იგივე მოქმედებს:დიდი მოთხოვნის გამო, ადგილები შეზღუდულია! მგზავრებს, რომელთაც დიდი ხნის წინ ქონდა შეძენილი ბილეთები, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს (რომელიც ასევე შეეცდება დაგიკავშირდეთ, თუ საკონტაქტო დეტალები სწორად გაქვთ მითითებული ჯავშანში). რაც შეეხება ბილეთებს, რომელიც დღეს უნდა გაიყიდოს: წინასწარი დაჯავშნა არ არის შესაძლებელი, ასევე არ ხდება ბილეთების ხელმეორედ რეალიზაცია, სახელის შეცვლა, ან ბილეთების დაბრუნება! ერთი გზის, ამსტერდამი - თბილისის ფასი: 199 ევრო. შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტზე“, - ნათქვამია Georgian Airways-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system