თავში

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა მარნეულში 250 ოჯახს სურსათი გადასცა

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა მარნეულში 250 ოჯახს სურსათი გადასცა
საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა მარნეულში 250 ოჯახს სურსათი გადასცა

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 250 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცათ დახმარება საკვები პროდუქტების სახით. საკვები პროდუქტების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფად გადაეცა მარნეულის მერიას.

 საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ COVİD-19-ს პანდემიად გამოცხადების შემდეგ, მსოფლიოს რიგ ქვეყნებში კორონავირუსის ეპიდემიის სწრაფად გავრცელების გათვალისწინებით, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინებით, საქართველოში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

23 მარტიდან მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ამოქმედებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოწყვლადი კატეგორიის გაჭირვებულ ოჯახებზე უფრო უარყოფითად მოქმედებს, დამძიმდა მათი ყოფა-ცხოვრება. აქედან გამომდინარე, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრიც ჩაერთო სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კამპანიაში. 

250 ოჯახისთვის დახმარების მიზნით, მარნეულის მერიას გადაეცა  250 შეკვრა სხვადასხვა სახის  მოხმარების პროდუქტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system