თავში

საქართველოს ბანკი მსესხებლებს გადასახადის 3 თვით გადავადებას სთავაზობს

საქართველოს ბანკი მსესხებლებს გადასახადის 3 თვით გადავადებას სთავაზობს
საქართველოს ბანკი მსესხებლებს გადასახადის 3 თვით გადავადებას სთავაზობს

საქართველოს ბანკი დღეიდან, სამი თვის განმავლობაში იმ მომხმარებლებს, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, ყოველთვიური გადასახადის სამი თვით გადავადებას სთავაზობს.

"კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით, საქართველოს ბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი.

ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყეს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი.

თუკი მომხარებელს სურს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს სესხის მომსახურება, ბანკის მხრიდან მასთან განხორციელებული კომუნიკაციის შემდეგ ის უნდა დაუკავშირდეს ბანკირს, ან დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე: 2 444 444“,- აღნიშნულია საქართველოს ბანკის ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system