თავში

"საქართველოს ბანკში" მძარცველის შეჭრის ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს ბანკში" მძარცველის შეჭრის ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ბანკში მძარცველის შეჭრის ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

კახეთში, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მძარცველის შეჭრის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათი ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. 

„თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მძარცველი შეიარაღებულია ხელყუმბარით და მას 12 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system