თავში

საქართველოს და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

საქართველოს და ლიეტუვას თავდაცვის სამინგაფორმდა
საქართველოს და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. 

დოკუმენტი ყოველწლიურია და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. 2021 წლის გეგმაში სხვადასხვა დონისა და შინაარსის ღონისძიებებია განსაზღვრული, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის სამინისტროში დოკუმენტს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მარგირის აბუკევიჩიუსმა მოაწერეს ხელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system