თავში

საქართველოს ეკლესიებში ამ ეტაპზე დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა

საქართველოს ეკლესიებში ამ ეტაპზე დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა
საქართველოს ეკლესიებში ამ ეტაპზე დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა

საქართველოს მასშტაბით, თითოეულ ეკლესიაში, სადაც სააღდგომო ლიტურგია ტარდება, შსს-ს წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი. ისინი სოციალური დისტანციის დაცვას აკონტროლებენ. 

საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა. 

„პირველ რიგში წინასწარ გილოცავთ თითოეულ თქვენგანს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მობილიზებას, ყველა ეკლესიაში უზრუნველყოფენ თითოეული ეკლესიაში, მოქალაქეს მოუწოდო სოციალური დისტანციის დაცვისკენ, შესაბამისად მთელის აქართველოს მასშტაბით ყველა პოლიციელს აქვს დავალება მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საგანგებო ვითარების რეჟიმის პირობების დაცვასთან თაობაზე უზრუნველყოს შინაგან საქმეთა წარმომადგენლებმა.

რაც შეეხება დარღვევებს, 9 საათიდან მოგეხსენებათ დაიწყო კომენდანტის საათი, ამ ეტაპზე დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა. რაც შეეხება შემდგომ დარღვევების ფაქტს, ამის შესახებ კომენტარს კიდევ მოგვიანებით გავაკეთებთ.

ამ ეტაპისათვის მდგომარეობა მშვიდია, მრევლის დიდი რაოდენობა არ შეინიშნება და მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს იმისთვის, რომ გაგებით ეკიდება ამ სიტუაციას და საქართველოს მასშტაბით ყველა ეკლესიაში დაცულია სოციალური დისტანცია და ღონისძიება მიმდინარეობს მშვიდ გარემოში“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system