თავში

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იხსნება

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იხსნება
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იხსნება

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუს ტერიტორიაზე (მისამართი : წინანდლის N9) 18 აგვისტოდან მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით.

"აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. ვაქცინაციის ცენტრი ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსსა და მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system