თავში

საქართველოს ესტონეთში ახალი ელჩი ჰყავს

საქართველოს ესტონეთში ახალი ელჩი ჰყავს
საქართველოს ესტონეთში ახალი ელჩი ჰყავს

საქართველოს ესტონეთში ახალი ელჩი ჰყავს.  არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, ესტონეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ესტონეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით.

ასევე იმსჯელეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.

შეხვედრისას განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.

ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა გამოხატა.

მანამდე ეს თანამდებობა ეკავა თეა ახვლედიანს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

არჩილ ყარაულაშვილი წლების განმავლობაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორატის ხელმძღვანელი იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system