თავში

საქართველოს ფოსტა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფოსტა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ფოსტა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფოსტა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ კომპაანია მომსახურებას არ წყვეტს და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გააგრძელებს მუშაობას. თუმცა, იცვლება ფოსტის სამუშაო გრაფიკი. 

„საქართველოს ფოსტამ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, მიიღო გადაწყვეტილება არ შეწყვიტოს მომსახურების მიწოდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სერვისცენტრები მომსახურებას განაგრძობენ შემცირებული სამუშაო გრაფიკით, კვირაში 4 სამუშაო დღე, ორშაბათიდან – ხუთშაბათის ჩათვლით, 09:00-დან – 14:00 საათამდე. ამასთანავე კომპანია გზავნილთა ბინაზე ჩაბარებას უზრუნველყოფს ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე. აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

საქართველოს ფოსტა მოუწოდებს მომხმარებლებს საფოსტო სერვისების შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მისაღებად, ისარგებლონ რიგის ონლაინ რეზერვაციის სერვისით. აღნიშნული სერვისი საშუალებას მოგცემთ წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ სერვისცენტრში, ამით თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ რიგს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს ფოსტის ვებ გვერდზე – gpost.ge ან ქოლცენტრის მეშვეობით 032 224 09 09.“ – აღნიშნულია საქართველოს ფოსტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system