თავში

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა განცხადება გაავრცელა

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა განცხადება გაავრცელა
საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა განცხადება გაავრცელა

ვეტერანების დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განცხადება გაავრცელა.

"მინდა მივმართო ყველას, ვინც სამშობლოს დასაცავად თავი არ დაზოგა და მამულს ერთგულად ემსახურა.

ბევრი მათგანი ზეციური საქართველოს მკვიდრი გახდა, ბევრიც კვლავ ჩვენს გვერდით არის და აგრძელებს ცხოვრებას.

საქართველოს ეკლესიის წმინდანთა მეოხებით იმქვეყნად წასულნი უფალმა აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს. ხოლო აქ მყოფთ და მათი ოჯახის წევრებს თვისი წყალობა მიჰფინოს და ჭეშმარიტების გზით ატაროს.

უნდა ითქვას, რომ გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს სანაცვლო პატივი თითქმის არასდროს რგებიათ და არც არაფერი მოუთხოვიათ.

ესაა სწორედ ქვეყნის სიყვარული.

უანგარო მსახურნი ღმერთმა კვლავაც უმრავლოს საქართველოს!", - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system