თავში

საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის განცხადება

საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის განცხადება
საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის განცხადება

ასოციაცია "საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობამ" და ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

მათი თქმით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმებამ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის მომავალი. სწორედ ამიტომ, ელექტრონული მუსიკის და შემოქმედებითი ინდუსტრიების გადასარჩენად 4 საფეხურიანი გადაუდებელი დახმარების გეგმა შეიმუშავეს.

"COVID 19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შედეგად საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიები, განსაკუთრებით კი არაინსტიტუციონალური კულტურის წარმომადგენელი შემოქმედებითი, რეკრეაციული და სოციალური სივრცეები, ღამის ეკონომიკის დარგში შემავალი სუბიექტები, ორგანიზაციები, გაერთიანებები და არტისტები უმძიმესი გამოწვევებისა და ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. 10 თვის განმავლობაში სახელოვნებო და რეკრეაციული სივრცეების, კლუბების, ფესტივალების და არტისტების მუშაობის შეზღუდვამ, არამხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესები შეაჩერა, არამედ უპრეცედენტო რისკის ქვეშ დააყენა და უიმედოდ დატოვა ათასობით დასაქმებული.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმებამ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის მომავალი და გადარჩენის პროცესში საჭირო ხდება სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა, რადგან ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია პირდაპირი დარტყმის ქვეშ მყოფ სფეროზე ზრუნვა და უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ხელშეწყობა.

2021 წლის გაზაფხულზე სექტორის ეტაპობრივი ამუშავების უზრუნველსაყოფად "საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა"-მ თბილისის საკლუბო სცენის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და "გლობალური ღამის ეკონომიკის გადარჩენის გეგმის"(GNRP) წევრებთან აქტიური კონსულტაციის და სიღრმისეული კვლევების შედეგად შეიმუშავა საკლუბო სექტორის აღდგენის 4 საფეხურიანი გეგმა, რომელიც მოიცავს გადაუდებელი ფინანსური დახმარების ფონდის შექმნას კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიაში შემავალი ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სექტორისთვის. დოკუმენტის მიზანია, ხმა მივაწვდინოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს და ერთიანი ძალისხმევით გადავარჩინოთ შემოქმედებითი ინდუსტრიების და ღამის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი სექტორი: საქართველოს თანამედროვე საკლუბო კულტურა და ელექტრონული მუსიკის სცენა," - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system