თავში

საქართველოს ,,მოდერნას" და ,,ფაიზერის" ვაქცინა ვერ ექნება - კულუმბეგოვი

საქართველოს ,,მოდერნას" და ,,ფაიზერის" ვაქცინა ვერ ექნება - კულუმბეგოვი
საქართველოს ,,მოდერნას და ,,ფაიზერის ვაქცინა ვერ ექნება - კულუმბეგოვი

,,მე ვფიქრობ, 2021-ში ,,მოდერნას" და ,,ფაიზერის" ყველა დოზა გაყიდულია, რა შესაძლებლობაც აქვთ ამ კომპანიებს, რომ აწარმოონ. ამიტომ, საქართველოს ამ ტიპის ვაქცინა ვერ ექნება, სადაც -70-დან -20 გრადუსამდე უნდა მის შენახვას", - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოს ექნება კოვაქსის პლატფორმაზე განთავსებული ვაქცინები, რომლებიც ძირითადად, 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურზე ინახება.

,,საქართველოს ამის შესაძლებლობა აქვს, რომ უკანასკნელ სოფლამდეც კი მიიტანოს ეს ვაქცინა. ვაქცინების ხარისხში იქნება განსხვავება, მაგრამ აქ არის ასე ვთქვათ, ამოსავალი წერტილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პრეკვალიფიკაციას, რომელ ქარხანას მიანიჭებს. 

თუ იმ ქარხნის სტანდარტი, რომელიც ჯერჯერობით, სხვა ვაქცინებთან ამართლებს, დააკმაყოფილებს ამ ვაქცინის წარმოების ტექნოლოგიას, ის იქნება ყველაზე დიდი მომწოდებელი ვაქცინის პლატფორმაზე.

თუ დაერღვა ცივი ჯაჭვის პრინციპი ვაქცინას, ჩათვალეთ, რომ ეს ვაქცინა არის ჩვენი მტერი, ანუ საწამლავი, ვიდრე სიკეთე, ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქცენტი ვაქცინების ისეთ ნაწილზე, რომლის მოვლა ჩვენ შეგვიძლია.

საქართველოშიც, რაც არ უნდა მოცულობის ვაქცინა შემოვიდეს, ეს იქნება ის მოცულობა, რომელიც სამედიცინო დაწესებულების ყველა თანამშრომელს ეყოფა, მოხუცთა თავშესაფრებში არსებულ ადამიანებს და ასევე, პრიორიტეტულია 75 წელს გადაცილებული ადამიანები აიცრან" ,- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system